ჩაიფიქრე
ახალი წელი
ახალი დღე
ახალი მიზნები, სურვილები, ფიქრები
გეგმები, ოჰ, ეს დიადი გეგმები
და რაც მთავარია, უკეთესის მოლოდინი
ახალი დღე
ახალი მიზნები, სურვილები, ფიქრები
გეგმები, ოჰ, ეს დიადი გეგმები
და რაც მთავარია, უკეთესის მოლოდინი
ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა წელიწდის ეს დრო, საახალწლო სამზადისი, გემრიელი საჭმელები, ახალი წლის ღამეს თოვლის მოლოდინი, ბევრი სტუმარი და რაც მთავარია, დასვენების დღეები. სადღესასწაულო სეზონი, დღემდე ზღაპრულ სილაღეს და რაღაც ჯადოსნურის მოლოდინის შეგრძენბას მიჩენს გულში. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს, ალბათ ძალიან ღრმა ბავშვობაშიც კი არ მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის, შინაგანად მწმას, რომ წელიწადის ეს დრო მისტიურია და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგვისრულდება. მწამს, რომ სადღაც შორს, ალბათ მაღლა ცაში არსებობს ვიღაც, ჩვენი უხილავი თოვლის ბაბუა, "სურვილთა შემგროვებელი", რომელიც გულისყურით ისმენს და ინიშნავს ჩვენს სურვილებს და ერთ მშვენიერ დღეს, ისე რომ არც კი ველოდებით აგვისრულებს და გაგვაბედნიერებს.
ახალი წელი
ახალი დღე
ახალი გეგმები
მიზნები
ფიქრები
დაიჯერე, რომ ახალი წლის ღამეს სურვილები ხდება. ჩაიფიქრე და მოთმინებით დაელოდე.
გილოცავ!
Comments
Post a Comment