ერთი, ორი, სამი
მოლოდინი, იმის, რომ ერთ დღესაც ყველაფერი დალაგდება და ვიცხოვრებთ, ისე როგორც ჩვენს ფიქრებსა და სიზმრებშია, ისე თითქოს გუშინ დავიბადეთ და ახლად ვეზიარებით სამყაროს სილამაზეს და ყველაზე ლაღები ვართ მსოფლიოში. რეალურად ყველაფერი უარესადაა ყოველდღიურად. უარესდება დღეები, ხალხი ჩვენ გარშემო, მოვლენები, დეტალები, ამინდი და ჰაერიც კი.
ფიქრი....
სიცოცხლეზე. რა მალე გადის დღეები, რა მალე მივიდვართ დასასრულისკენ, რა მალე ვბერდებით და ვკვდებით. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს თითქოს და თან ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ყველაფერი ძველ სიმღერას ჰგავს, ყოვლედღიურად რომ უსმენ. თითქოს იცი მაგრამ სულ რაღაც ახალს გრძნობ, სულ რაღაც ახალს აღმოაჩენ და არასოდესაა წინა მისი მსგავსი.
სიყვარული...
ჩვენი არსობისა. მაცოცხლებელი და დამაქცეველი! გვტკივა და გვიხარია, ვტირით და ვიღიმით, გვძულს და მერე ისევ გვიყვარს ადამიანები, მოვლენები, საგნები, სუნი და შეგრძნებები. წესით და რიგით დედამიწა სიყვარულს უნდა ეტრიალებინა, უსიყვარულად მზეს არ უნდა ეარსება ცისკამარაზე, ადამიანები არ უნდა დაბადებულიყვნენ და საერთოდ ახლა მეც ვერ უნდა ვწერდე, მაგრამ მის გარეშეც ყველაფერი "კარგად" აეწყო...
სიზმარი...
გუშინ მესიზმრა ძალიან ლამაზ ბაღში ვიყავი, გრძელი მაქმანებიანი თეთრი კაბა მეცვა და თმაში ღიღილოები მქონდა მიმობნეული.. თმა გრძელი და ხვეული მქონდა და სახე მიბრწყინავდა ისე როგორც არასდროს..
დღეს...
ნისლიანი ქუჩები, უჟმური სახეები, ნაცრისფერი ქალაქი, რობოტების ქალაქი, გაყინული გულებით და მჩქეფარე ჯიბეებით. ოქროს ზოდების ხანა. ზიზღით და უგულო გრძნობებით გაჯერებული თვალები, უსიცოცხლო თვალები, როგორ მაკლია ბენიდერების სხივები თქვენში....
Comments
Post a Comment