იცხოვრე ცხოვრებით !

 რა არის სიცოცხლე?

 ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები?

რისთვის ვიბადებით და ვკდებით?

ამ ბოლო დროს უცნაური ფიქრები დამჩემდა......

ღამეა, ბნელა, ირგვლივ ყველაფერი წყვდიადს ისე მოუცვამს, თითქოს რაღაცას მალავს და გამოჩენა არ სურსო. მე ჩემს ოთახში ვწევარ, ღამის ორი ან სამი საათი იქნება, ვერ ვიძინებ. ზაფხულის აუტანელი სიცხე სულს მიხუთავს და არ მაძლევს მოსვენების საშუალებას, საწოლში ვწრიალებ და დაძინებას ამაოდ ვლამობ, ირგვლივ ისეთი სიჩუმეა მხოლოდ საკუთარი გულის ცემა მესმის და უსაქმურობისგან სიცოცხლეზე, მის მნიშვნელობასა და რაობაზე ვიწყებ ფიქრს.

რა საოცარია! აქამდე არასოდეს მიფიქრია სიცოხლეზე, ან იქნებ მიფიქრია და არ მახსოვს.

"სიცოცხლე“...“სიცო-ცხლე“...“სი-ცო-ცხლეეეეეეეეეეეეე“...

ჩუმად ვიმეორებ, ვცდილობ დავმარცვლო, ან დავშალო, მაგრამ მაინც ვერ ვწვდები სიღმრეს.

აღარ მინდა ამაზე ფიქრი... ცოტა მეშინია!

მაინც მეფიქრება.

 ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები?


ერთი შეხედვით, ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ და ბიოლოგიური თვალსაზრისით ელემენტებისგან და მინერალებისგან შემდგარ უჯრედოვან არსებას წარმოავდგენთ, რომელსაც ინსტინქტი, შემგუებლობა და აზროვნება ახასიათებს ანუ იგივე პოლიტიკური ცხოველი, „ჰომოსაპიენსი“ და ჩვენი წინაპარი არც მეტი არც ნაკლები მაიმუნია. ბიბლიის მიხედვით კი ჩვენ „ღვთის ხატად და მსგავსად“ შექმნილი არსებები ვართ, რომელშიც ორი საწყისია გაერთიანებული, ჩვენი სხეული, რომელიც „ ჭურჭელია ჩვენი მეორე უძლიერესი ცით მონაბერი სულისა“, ჩვენი მთავარი დანიშნულებაა ვემსგავსებიდეთ უფალს.

ჩვენ ვართ ქალები და კაცები, მოქალაქეები, გვაქვს რელიაგია და ეთნოსი, რასა და ასაკი, ვართ შვილები და შვილიშვილები, დები და ძმები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მეზობლები, კლასელები, მეგობრები, კურსელები, შეყვარებულები, ხან მტრები და ხან მოყვარეები, ნაცნობები, ახლობლები, ცოლები, ქმრები, დედამთილები და რძლები, მეოცნებენი, ოპტიმისტები, დეპრესიულები, მხიარულები, გაღიზიანებულები, ხან მომღიმარი ხანაც მოტირალი. ჩვენ ვცხოვრობთ ცხოვრებით, ხან გვიყვარს, ხან გვძულს, ხან მოგვწონს, ხან გვწყინს, გვიხარია და ვართ ბედნიერები, ბევრჯერ გვტკივა გული და ბევრ ცრემლსაც ვღვრით, ჩვენ ვართ ბოსები და მონები, ექიმიები და პაციენტები, მოსწავლე და მასწავლებლები, ქვრივები, მარტოხელები, მრავალშვილიანები, მოგვწონს ქალები/კაცები, გვიყვარს ჭამა და ვართ ჭარბწონიანები, სულ უკმაყოფილონი ვართ და უკეთესის მოლოდინით, ვშრომობთ მუხლმოუდრეკლად, იქამდე სანამ "ჩვენი დრო" არ დადგება და მაშინ, როცა ეს ხდება ვიხედებიით უკან და ვიღიმებით ან პირიქით უკმაყოფილო გავყურებთ წარსულს, თვალწინ ჩაგვირბენს  ყველა განვილი დეტალი და გული გვწყდება, რომ მეტი შანსი არ მოგვეცა.

საოცარი რამ არის სიცოცხლე! ვფიქრობ და ძალიან მეშინია იმ დღის, როცა მეც მომიწევს ამ ყველაფერთან გამოთხოვება.  მენანება ყოველი  უქმად გაყვანილი დღე და საათი, უაზროდ გაფლანგული სიტყვები და ჰაერში გაშვებული გრძნობები. მენანება და მტკივა, ვერ ვძღები ყველაფრის ტკბობით და მეშინია, რომ მაშინაც, იმ დღესაც, როცა მეც მომიწევს გავხედო წარსულს, გული დამწყდება, რომ არ გამოივიყენე, არ შევიგრძენი, არ მიყვარდა, არ ვაფასებდი, არ ვიხუტებდი გულში, არ ვუზიარებდი და უბრალოდ არ ვტკბებოდი ყველაფრით და ყველათი, ვინც ირგვლივ იყო. 

იცხოვრეთ, ცხოვრებით!
                                                                                                                                                                    " სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი,
სიცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვენდი მისით,
სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემე იგი,
სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხი მას ხორცი,
სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღე იგი,
სიცოცხლე - ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე იგი,
სიცოცხლე - ბედისწერაა, თამამად შეები,
სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ,
სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი,
სიცოცხლე - სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე,
სიცოცხლე - მორევია უბედურებათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე - საგალობელია, გაასრულე იგი,
სიცოცხლე - ბრძოლაა, გახდი მებრძოლი,
სიცოცხლე - უსასრულობაა შეუცნობადის, უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე - გამართლებაა, ნუ გაუშვებ ხელიდან,
სიცოცხლე - ისე მშვენიერია, არ მოაშთო,
სიცოცხლე - შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის!"
 
დედა ტერეზა <3 nbsp="" span="">




Comments

Popular Posts