ასეთი დღეები

არის, ასეთი დღეები ყველა და ყველაფერი, რომ  ქრება გარშემო, სრულიად მარტო ხარ და თითქოს საკუთარმა თავმაც მიგატოვე ვერაფერზე ფიქრობ, დუნდები, იღლები და  იფიტები...

ეს, ის დღეებია, რომ უნდა განმარტოვდე, სადმე ჩრდილში, ჰამაკში რომ უნდა იწვე და უსასრულოდ იფიქრო. იფიქრო იმაზე თუ როგორი უსუსური და დროებითია ის, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, თუ რა სუსტები ვართ ჩვენც და საერთოდ თუ რა ამაოა ყოველივე. რა დიდი სისულელეა, ყოველდღიურ პრობლემებზე ნერვიულობა და ამ ყველაფრით ისედაც უმოკლესი ცხოვრების კიდევ უფრო დამოკლება. ალბათ ის, ვინც ზევიდან გვადევნებს თვალს სიცილს და ცრემლებს ვერ იშორებს სახედან. სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია  როგორ შეიძლება უყურო იმას, რაც აქ, ჩვენს თავს ხდება. ერთ დიდ ტრაგი-კომედიაში ვცხოვრობთ, რომელიც ვერაფრით დალაგდა და   ჩაჯდა კალაპოტში მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ასეთი არეულები, ისიც კი არ ვიცით რა გვინდა, რისთვის ვიბრძვით ან ვნერვიულობთ ყოვლედღიურად. ვისახავთ მიზნებს, რომელთა მიღწევაც  ერთის მხრივ აკმაყოფილებს ჩვენს ხორიცელ მოთხოვნილებებს, გვილამაზებს წუთებს და მეორეს მხრივ ანადგურებს შინაგანს, აუძლურებს და ფიტავს ღირსებებს, ჩვენს სილამაზეს, რომელიც მთელი ცხოვრება იგნორის ქვეშაა და მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ გვახსენდბა ხოლმე, როცა სიტუაცია უკვე ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი იმდენად განადგურებულია,  რომ აღარც რამე ზომის მიღება ან სხვა სახის ჩარევა შველის და აი ასე დამძიმებულები, შურისა და ბოღმისგან, ნერვიულობისგან და ყოველდღიური პრობლემებისგან გაბერილი/გაბოროტებულები ვასრულებთ ცხოვრებას, რომლის მერეც რამე გრძელდება თუ არა და მომავლის იმედი უნდა გქონდეს თუ არა საკამათო თემაა.

ასეთი დღეები მძიმეა და არა იმიტომ რომ ფიქრი რთულია ან გეზარება, უბრალოდ უშედეგოა და რამდენიც არ უნდა იფიქრო მაინც ერთსადაიმავე წრეზე ტრიალებ.

ისევ წევხარ, ისევ ფიქრობ და ისევ გამოფიტული ხარ....



07.08.15

Comments

Popular Posts